ბათუმში, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება,- ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ირგვლივ მდებარე კორპუსებიც ეტაპობრივად შემოწმდება.
"ბინების გადაცემის საკითხზე მოქალაქეებთან მოლაპარაკება გაიმართება, რა ტიპის გადაწყვეტილებაც იქნება თვითონ დაზარალებულ მობინადრეებთან მოლაპარაკების შემდგომ მერია შესაბამის ზომებს გაატარებს, ვგულისხმობ, საბინაო ფონდის გამოყოფას ან შესაბამის სახლის მშენებლობას. ამ ეტაპზე ბინების გადაცემის შეთავაზების საკითხი დგას. სარეზერვო ფონდში მობილიზებულია თანხები",- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება