როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგნეტოს პროგნოზით, 13 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +26, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება. ხოლო 14 და 15 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღის საათებში დაახლოებით +23-24 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო, თუმცა შედარებით ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული. ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ტემპერატურა დღის საათებში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში.
ჰაერის ტემპერატურა 12 ოქტომბერს დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერი +22, +24 გრადუსამდე დათბება.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება