3 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.Ge - ს დაბადების დღეა
3 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღეა.
უკვე 3 წელია, ჩვენსა და თქვენს ისტორიას ერთად ვქმნით.
ჩვენი დაუღალავი შრომის, საინტერესო რესპონდენტების (როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ) და ერთგული მკითხველების ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, სააგენტომ დიდი ნაბიჯები გადადგა და ბევრი წარმატებაც მოიპოვა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
ამ დღესთან დაკავშირებით, Firstnews.ge-მ საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა და რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, ქუთაისში, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე.
აღნიშნულ ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო საკონდიტრო საცხობმა - „თამარი“, რომელმაც ოჯახებს ტკბილეული, ხაჭაპური, ლობიანი და ღვეზელები გაუგზავნა.


სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა