როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
30 ივნისსა და პირველ ივლისს, სინოპტიკოსები კვლავ წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +17°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +32° სითბო იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 30 ივნისი და პირველი ივლისი უნალექოდ ჩაივლის. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +16°იქნება, ხოლო დღისით ჰაერი +33°-მდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 30 ივნისსა და პირველ ივლისს მცირე წვიმას ელოდებიან, შესაძლებელია სეტყვა. ღამით მინიმალური ტემპერატურა +16° ხოლო დღისით +39° გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 30 ივნისსა და პირველ ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ორდღიან მონაკვეთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +22° იქნება, დღისით კი მაქსიმალური ნიშნული +39°-ს მიაღწევს.
სიახლეები
- " ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია" - მარია ზახაროვა
- ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
- რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს - რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
- რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს