როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ცალკეულ რაიონში უახლოესი ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მიუხედავად ამისა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დაბლობში +29 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ +34 გრადუსი იქნება.
"ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი