მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
გადაწყვეტილება დღეიდან შევა ძალაში.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლის საფუძველზე მიიღო. მისივე თქმით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი