პირობების შესრულების ვადა ამოიწურა, ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს – ვარლამ გოლეთიანი
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორები დღეიდან აქტიურ ქმედებაზე გადავლენ - დაუკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და 15 აპრილის შეხვედრაზე მათ მიერ დაყენებულ პირობებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ.
„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დროს წელავს და ამისთვის არის ორიენტირებული, მაგრამ თუ გადასცდება ფიქრის გონივრულ ვადას, ჩვენგან შესაბამისი მოქმედება იქნება.
წარმოუდგენელია, რომ აქ ეს პროცესი წლობით, თვეობით, ან კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა გახდეს დამატებით სპეკულაციის საგანი ფეისბუქ-სივრცეში ის, რომ აი, ჩვენ აქ გვძინავს, ტყუილად ვართ და არაფერს ვაკეთებთ. დამეთანხმებით, იმ ხალხს, ვინც აქ დგას, თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე ყველაფერი აქვს გაღებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად მივიდეს ბოლომდე და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დაგვირგვინდეს. ამას სჭირდება პირველ რიგში მოთმინება, მშვიდობიანი მიდგომა პროცესებისადმი. მე მესმის, რომ ამდენ უსამართლობას ნაყურები თითოეული ჩვენგანი ვეღარ ვიტევთ ამ ემოციებს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე და ამით უნდა გადავტეხოთ მორალურად ჩვენი მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მოცემულ მომენტში რიონის ხეობაში სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს დღეებში ის აუცილებლად შეჩერდება.
„ჩვენ გადავალთ მოქმედებაზე. უბრალოდ, ვუცდიდით იმ პირობების ვადის გასვლას, რომელიც უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას. დღეს არის მეხუთე დღე, ეს ვადა პრაქტიკულად უკვე ამოიწურა. ჩვენ თვითონვე ხაზზე ვართ იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც შევხვდით მერიაში. ამიტომ დავუკავშირდებით მათ, მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტულ ნაბიჯებს.
შევეხმიანებით და ვეტყვით, რომ თუ ისინი უკვე არ გაგვცემენ კონკრეტულ პასუხს, გადავალთ ჩვენს სამოქმედო გეგმაზე, რაც გულისხმობს მთლიანად პიკეტირებას სხვადასხვა ქალაქისა და მაგისტრალების, შემდეგ უკვე ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას დედაქალაქში.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პირობები, რაც ახლა გვაქვს დაყენებული და უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა შესრულებულიყო, წესით თუ ადეკვატურობა ჰყოფნის ხელისუფლებას და აქვს ფაქტების საღად აღქმის უნარი, ვფიქრობ, რომ მათ ეს პირობები უნდა დააკმაყოფილონ, რომ შემდეგ დიალოგის შესაძლებლობა გაჩნდეს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა გოლეთიანმა.
სიახლეები
- " ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია" - მარია ზახაროვა
- ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
- რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს - რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
- რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს