სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა
სოფელ გუმათში დაძაბული ვითარებაა. ცოტა ხნის წინ რიონის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილ გზაზე კომპანია "ენკას" მანქანების გატარებას ცდილობდნენ, რასაც რიონის მცველების პროტესტი მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია10-მდე ადამიანი.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც "ენკას" ბაზა მდებარეობს.
რიონის მცველების მოთხოვნაა გაიხსნას ბლოკპოსტი და მათ სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე