კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, ვიმყოფები თბილისის კლინიკაში
თბილისის მერი კახა კალაძე "ფეისბუქზე" თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის ამბობს, მას დაუდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია და მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.
"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე", - წერს თბილისის მერი.
ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო წარმოიქმნება.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი