ვაშლიჯვრის მიმდებარედ ნაპრალები ახალი არაა და ათეული წლებია არსებობს — გეოლოგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ვაშლიჯვრის მიმდებარედ არსებული ნაპრალები ახალი არაა და წლებია არსებობს. ამის შესახებ მან თბილისის მერიაში ბრიფინგზე განაცხადა.
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წლებია არსებობენ. არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობასთან მიმართებით არ არსებობს", — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მეწყერს, რომელიც მარტის დასაწყისში გააქტიურდა, დღეს გავრცელებულ კადრებთან კავშირი არ აქვს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ მაჭავრიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე