18 მარტი რეციკლირების მსოფლიო დღეა
18 მარტი რეციკლირების მსოფლიო დღეა.
ამ თარიღის აღსანიშნავად იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“, 17 მარტს, ნარჩენების შეგროვების აქცია მოაწყო. მომზადდა სპეციალური ბანერი, რომლითაც მოსახლეობას მიეწოდათ ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. საინფორმაციო ბანერი მოუწოდებს მათ, მონაწილეობა მიიღონ ნარჩენების შეგროვებაში. ასევე, ინფორმაცია აქციის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდა.
ორგანიზაციის ოფისის წინ დაიდგა სპეციალური კონტეინერები, პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად. დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების შეგროვების აქციაში.
დღის ბოლოს, შეგროვებული ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისათვის გადაეცათ რეციკლირების სფეროში მომუშავე მეწარმეებს.

სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან