ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა
ოჯახის ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. პატიმარ ზაზა ჩაფიძესის მეუღლის, ნინო მეფარიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად ბრალდებულის ადვოკატია, დაზიანება მას მუცლის არესა და ხელებზე აქვს.
ნინო მეფარიშვილის ინფორმაციითვე, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და ციხის ადმინისტრაციას ის საავადმყოფოში არ გადაჰყავს.
მეფარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, რადგან მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს.
ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას. პატიმრის მეუღლე დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.
ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით იხდის. მეფარიშვილის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ბრალდება.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა