"ქუთაისის მეორე დაწესებულებაში მყოფი 883 პატიმრიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა კორონავირუსზე დადებითი"
იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული პისიარ ტესტირების შედეგად, მხოლოდ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტესტირება აქტიურად ტარდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.
„გასული წლის ბოლოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება. 3 იანვარს გაკეთებული ტესტირების შედეგად, ქალთა მეხუთე დაწესებულებაში იყო 23 შემთხვევა გამოვლენილი. ამის შემდეგ ტესტირებამ მოიცვა სხვა დაწესებულებები. განახლებული ინფორმაციის ფარგლებში, 11 იანვარს ტესტირება ჩაუტარდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ასეთია დინამიკაა ამ დროისთვის. 12 იანვარს ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში ჩატარდა ტესტირება, რომელიც შედეგებსაც გაგაცნობთ უახლოეს პერიდოში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე