ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩოში განმარტავენ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს დამტკიცებული საკარანტინო შეზღუდვები 8 იანვრიდან გამკაცრდება, ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. რეგულაციები ორი კვირის მანძილზე იმოქმედებს.
იკრძალება:
საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ, ხოლო ღია სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება.
ფუნქციონირებას შეწყვეტენ: სკოლები და საბავშვო ბაღები.
შეიზღუდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამტკიცებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შობის ღამეს ქ. ბეთლემში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა.
შეზღუდვები, ასევე, შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობას:
ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი).
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის და მუტირებული ვირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონაში განთავსდებიან, რომლის დატოვება, მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა