გარდაიცვალა ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.
ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ფილმში. მათ შორის: „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა