სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს
სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა.
არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო. კომიტეტის წევრთა არჩევნები გაიმართა 24 ნოემბერს, ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში.
სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფო კილაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.
„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.
ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ David Zalkaliani Ministry of Foreign Affairs of GeorgiaPermanent Mission of Georgia to the United NationsPermanent Mission of Georgia in Geneva.
ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – წერს სოფო კილაძე.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი