"ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი" - მეუფე შიო
“ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ეკლესიაშიც დადის და უფრო ფიქრობენ, რომ ჩვენი სარწმუნოების გარეგნული მხარის დაცვა არის საკმარისი იმისთვის, რომ ქრისტიანები გვეწოდოს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, მრევლმა მშვიდობის სული უნდა შეინარჩუნოს რათა არ ჰქონდეს სიძულვილი და უსიყვარულობა გულში.
"ავიწყდებათ შინაგანი მხარე. ღმერთისთვის სწორედ შინაგანი მხარეა მთავარი, თუ რა გვაქვს ჩვენ სულში და გარეგნული მხარე - ჯვრის ტარება, ეკლესიაში თავის დროზე მოსვლა და ლოცვების წაკითხვა აზრს კარგავს თუ არ არის შინაგანი მხარე”, - განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს