"ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი"
„ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანმა გაიხაროს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს, "სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი". ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ სულ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში, დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს