ინფიცირებულ მღვდელს სახლში საკუთარი და მკურნალობდა, რომელიც მედიკოსია
კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა, სახლის პირობებში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია - ამის შესახებ "ტვ პირველი" აცხადებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალი თბილისის მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელია და მან სავარაუდოდ, იცოდა რომ ძმას კორონავირუსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას სახლის პირობებში მკურნალობდა, კერძოდ, უტარებდა ინტრავენურ ინფუზიას (ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმას). ამასთან, ქალი სამსახურში სიარულსაც აგრძელებდა, სადაც რეანიმაციური განყოფილების თანამშრომელია. თუმცა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, უფროს ექთანს არ ჰქონია შეხება რეანიმაციული საჭიროების მქონე პაციენტებთან.
მის გარდა, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ 4 მედიკოსია ინფიცირებული კორონავირუსით და კლინიკაში აცხადებენ, რომ ყველა პაციენტს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება, ჩაუტარდა ტესტი და მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი.
ამჟამად, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გამოცხადებულია კარანტინი და იქ მხოლოდ მძიმე პაციენტები რჩებიან, რომლებიც აქამდეც მკურნალობდნენ საავადმყოფოში.
თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვრის ოჯახში, სულ სამი პირია ინფიცირებული - თავად, მისი და, რომელიც მედიკოსია და დისშვილი. სამივე მათგანი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი