მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნინოობასთან დაკავშირებით წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჩაატარებს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება. კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს 125 წელი შეუსრულდა.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი