"ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს"
ეს არის ტაძარი და ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ქადაგებაში პატრიარქმა სწორედ ტაძარში სიარულზე და ადამიანის ბუნებასთან კავშირის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ხშირად ისმის ადამიანებისგან - მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო. ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან და ჩვენ უნდა სიყვარული გვქონდეს მათთან. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს.
ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხართ, უხასიათოდ, მიხვედით ტაძარში და ფერისცვალება ხდება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში, ეს ეფინება ადამიანს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი. დღეს ხსენებაა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა, რომ ჩვენ შევიდეთ ზეციურ ტაძარში“, - ბრძანა ილია მეორემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"