ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.
გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა და წმინდა სინოდიდან გარიცხეს.
ქრისტეფორე წამალაიძის გვარმა ბოლოს მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გაიჟღერა. ყოფილი სასულიერო პირი, მამა ზოსიმეს წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში დაადანაშაულეს.
ქრისტეფორე წამალაიძე სინოდის წევრების მხრიდან მუქარაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი დამთხვევები არ არსებობს და მას ხმაურიანი განცხადებების გამო მღვდელმთავრები ემუქრებოდნენ.
“ჩვეულებრივად იყო, კვირას ჩვენთან ჩავატარეთ წირვა, მერე გავიდა ზიარებაზე. დილით 7ის ნახევარი იქნებოდა ოთახიდან ტუალეტში რომ გავიდა, ჩაიკეცა, სანამ სასწრაფო მოვიდა, გარდაიცვალა.
ჩვენ წინააღმდეგ დიდიხანია ბრძოლა დაწყებულია, ეკლესიის მსახურები და სინოდის წევრები არ ისვენებენ წლებია და ჩვენ გვემუქრება ეკლესია და სინოდის წევრები,” – აღნიშნა ეპისკოპოსი.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"