დეკანოზი ზაქარია ადასტურებს, რომ სტუდენტმა მეუფე ზოსიმე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა
დეკანოზი ზაქარია ფერაძე ადასტურებს, რომ სტუდენტმა მეუფე ზოსიმე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან მთავარ არხს განუცხადა.
როგორც ის ამბობს, შემთხვევა თბილისში, სასულიერო აკადემიაში მოხდა.
"სტუდენტი ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო, ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი რაღაც ძალიან აერია და ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მერე, როგორც ჩანს, გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი. ამის გამო მოხდა ეპისკოპოსის მხილება, რომ დაინტერესდა რამდენიმე სტუდენტი ამით", — ყვება დეკანოზი სტუდენტზე, რომელზეც, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.
მისივე თქმით, მაშინ მეუფე ზოსიმე არ დაუსჯიათ.
"უბრალოდ, სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. საერთოდ უნდა წასულიყო, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა", — აღნიშნავს ის.
მამა გიორგი სხილაძის ინფორმაციით, ეპისკოპოსი, რომელმაც სტუდენტზე სექსუალურად იძალადა, პატრიარქმა დააწინაურა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს