"ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა" - ილია მეორე
ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, „ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“.
„ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, ამინ“,- აღნიშნა ილია მეორემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი