"ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.
მან საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული და სამების ტაძრის კურთხევიდან 20 წლისთავი მიულოცა.
„ძმებო და დებო, გილოცავთ, გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოლოცვას და კურთხევას.
წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მან სხვა გზა და სხვა გზით სიარული არც იცოდა. ამიტომაც დიდი სიმტკიცით და სიმამაცით შეუდგა ქრისტეს გზას, ამიტომაც გვიყვარს და ვეთაყვანებით მას და წმინდა მოწამეებს.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას, დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან. მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობა, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო