ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება
ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება.
პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას.
"თითქმის ერთი თვეა, რაც აქცია მიმდინარეობს. ჩვენ სტუდენტები კი უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა აქციაზე გამოვდივართ და არ ვიღლებით. მოტივაციას ერთმანეთის გამოხედვა და ენერგია გვაძლევს. ვითხოვთ, რომ რუსული კანონი გაიწვიონ უკან. არ დავიღლებით და არ გავჩერდებით, სანამ არ განხორციელდება ეს ყველაფერი, ამაში ეჭვი არ შეეპაროთ," - განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში სტუდენტმა საბა სარალიძემ.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს