წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზოსიმე ჭუმბურიძე მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა
11 ივნისს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღვთო ლიტურგია შეასრულა, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ წმ.ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრისა და წმ.კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვარი დეკ. ზოსიმე ჭუმბურიძე მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
"მადლიერი ვარ ყველასი ყველაფრისათვის,"- ასე გამოეხმაურა FirstNews.ge-თან საუბარში დეკანოზი ზოსიმე ჯილდოს მიღებას.
საინფორმაციო სააგენტო FirstNews. Ge ულოცავს მამა ზოსიმეს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს, უსურვებს ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეს.

სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"