დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას 26 სექტემბერს დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.
შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. იგი, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, ირანში, ქალაქ შირაზში საშინლად აწამეს.
ქეთევანის მოწამებრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა.
ენით აუწერელი იყო სპარსთა სისასტიკე. დედოფალს გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხვეს. მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული მარწუხები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძვრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმ.დედოფლის ნაწილები დიდი პატივით დაასვენეს კათოლიკურ მონასტერში. შემდგომ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მოწამის თავი, მკლავი და სხვა ნაწილები.
დედოფალი პატივითა და დიდებით ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს