მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.
წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, ამის გამო ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. მიუხედავად იმისა, რომ წმ. პეტრე და პავლე სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, მათ შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
სახარების თანახმად, მოციქულები, უფლის ხმობამდე, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო, უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სახარების მიხედვით დამასკოსაკენ მიმავალი დიდმა სინათლემ დააბრმავა. ნათლობისას, წყალში შთაფლვისას კი მოციქულ პავლეს მხედველობა დაუბრუნდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი