მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.
"კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე, მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის, ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით. ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი", - თქვა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმ გამონაკლის სასულიერო პირებს შორის არის, რომელმაც სააკაშვილი ციხეში რამდენჯერმე მოინახულა. მან 13 ოქტომბერს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ "საყოველთაო შერიგების" აუცილებლობაზე ისაუბრა და ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"