"დიდ ტკივილს ატარებდა..." - საპატრიარქო სამძიმრის ტექსტს ავრცელებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს.
სამძიმრის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა. იგი თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით როგორც ძველი, ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო. მუდამ ხალისიანი, სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა.
პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი. ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო და შეიყვარა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს.
ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"