მიტროპოლიტ ზოსიმეს მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილიდან, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ამასთან, დამატებითი სამედიცინო კვლევებისთვის, მეუფე ზოსიმე ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში. ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, დღეგრძელობასა და მხნეობას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებები გააკეთეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრშიც.
წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. სინოდის წევრი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელ სახლში ნახეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. განცხადების თანახმად, მეუფეს არ დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია და გამოირიცხა ინსულტი. საპატრიარქოს ცნობით, მეუფე თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს მკურნალობას.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"