ვაქცინაციას აცხადებენ დემონურ, სატანურ მოვლენად - მამა ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სასულიერო პირთა ნაწილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ისინი ვაქცინაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ მისი ნებაყოფლობითობა სამართლებრივად იყოს გამყარებული.
"მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები ვაქცინაციას აცხადებენ დემონურ, სატანურ მოვლენად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან., პირდაპირ ეწინააღმდეგებიან სინოდის დადგენილებას. ასევე, უნდა აღვნიშნო მათ განცხადებაში აქვთ მოყვანილი ერთ-ერთი კლინიკის ექიმი იყო აცრილი და მაინც დაინფიცირდაო, როგორ უცოდინრობასთან თუ საკითხის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. არცერთი სამედიცინო და სახელმწიფო უწყება არ ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ არ შეგეყრება ვირუსი, შეიძლება შეგეყაროს, მაგრამ იოლად და ადვილ ფორმებში მოიხდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც არ გვაქვს შემთხვევა, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი შემდგომ გარდაიცვალა ვირუსით. შეიძლება შეხვდეს, მაგრამ ადვილად მოიხდი, როგორც სხვა გრიპებს მოიხდი ადვილად და არ გარდაიცვლები, ასე ადვილად მოიხდი ამასაც", - განაცხადა მამა ილია ჭიღლაძემ.
სიახლეები
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი
- 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი