მეუფე შიომ ლოცვის ძალაზე იქადაგა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ ლოცვის ძალაზე ისუბრა.
მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე მისულ მრევლს მიმართა და სახარებისეული ამბის განმარტება შესთავაზა.
მისი თქმით, დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი ცოდვებზე ფიქრისა, სინანულის, განსაკუთრებული ლოცვისა, ცოდვათაგან განწმენდისა და ბრწყინვალე აღდგომის შეხვედრისა.
„ეს სათნოა, ეს არის სწორი განწყობა იმისთვის, რომ მოვიდეს ჩვენთან და აგვიხილოს ჩვენ სულიერი თვალნი, ვინაიდან ჩვენ, ყველას, სიბრმავე გვაქვს (პირველ რიგში, ეს არის სულიერი სიბრმავე) და მოვიდეს ჩვენთან, გვაცხონოს და შეგვიყვანოს ჩვენ სასუფეველში, რომელიც მოდის ადამიანის გულში აი, ამ სიმდაბლის, ამ გულითადი ლოცვის გამო, სასუფევლისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი დ თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - მიმართა მეუფე შიომ მრევლს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე