ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროექტი გაიხსნა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - როს ვოლსონი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნოდარ კერესელიძე და USAID-ის მისიის დირექტორი - პიტერ ვიბლერი, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის გახსნაზე, აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განმარტა, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა. ნოდარ კერესელიძის თქმით, პროგრამა ფერმერებსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის უნიკალურ შანსს აძლევს.
,,წინა პროგრამა დასრულებულია და ახალი პროგრამა მის შედეგებს დაემყარება. მთავარი მიზანი სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის ზრდა და კერძო ბიზნესის განვითარებაა. გამოვაცხადებთ საგრანტო კონკურსებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას’’-განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა.
,,მოხარული ვარ, რომ ქუთაისში ვიმყოფები და ბევრი წარმატებული კომპანიის საქმიანობის შესახებ მოვისმინე. ასევე მოვისმინე იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც მათ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებენ. მომავალში ერთად მოვძებნით ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ველით წარმატებებს USAID-ის ახალი პროექტის ფარგლებში ’’-აღნიშნა როს ვოლსონმა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი