ავტომშენებლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის მერმა მოინახულა
ავტომშენებლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის მერმა მოინახულა.
აღნიშნულ ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ქუთაისის მერის განცხადებით მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის შედეგად კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელი დაზიანდა.
30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.
მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"