ამ გვერდის ამობედვა

ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზებს.

მარტვილის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.
,,მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა.

ადგილზე მუშაობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დამდგენი კომისია.
მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 505 55 97 75”,- წერია ინფორმაციაში.

წაკითხვა 105 ჯერ