იმერეთში, ძლიერი ქარის გამო, გუბერნატორის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რეგიონში. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები.
უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც მოედო ფერდობებსა და საცხოვრებელ სახლს. მოსახლეობის ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია. იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი არის მობილიზებული, შექმნილია საგანგებო შტაბები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი