ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება.
ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ, ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.
ქუთაისის მერია და მერიის ყველა სამსახური სტიქიის გამო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის. ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეექმნება, შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზს ან საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.
ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 130
საბინაო სამსახურის ნომრებია: 551 404513 ან 599221920
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი