ქუთაისის საკრებულოს სხდომას უმცირესობის არცერთი დეპუტატი არ დასწრებია
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე უძღვებოდა. რამაზ ჩხიკვაძემ არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ქუთაისლებმა სწორი და ღირსეული არჩევანი გააკეთეს.
სხდომამ ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე ჩაიარა. როგორც უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, ,,ნაციონალური მოძრაობა'' დამარცხებას ვერ ეგუება და სწორედ ამის გამოა, რომ უმცირესობის დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან.
ბიუროს წევრებმა საკრებულოს რიგით მე-14 სხდომის პროექტი და პროექტით განსაზღვრული ორი საკითხი განიხილეს, კერძოდ:
1.“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ელექტრონული აუქციონის წესით,(სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
განსახილველი საკითხები ერთხმად დამტკიცდა.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი