იმერეთში არც ერთი სოფელი არ არის გარესამყაროს მოწყვეტილი - ზვიად შალამბერიძე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობით გამოწვეული შეფერხებებისა და პრობლემების შესახებ სახელმწიფო რწმუნებულებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ვიდეოკონფერენციისას გუბერნატორებმა უხვი ნალექის გამო რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. კონკრეტულად, იმერეთში 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა მცირე პრობლემები და შესაბამისი ღონისძიებები მყისიერად გატარდა.
"უხვმა ნალექმა მცირე სახის პრობლემები შექმნა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ტყიბულში, რამდენიმე სოფლის მიმართულებით დროებით იყო გადაადგილება შეზღუდული, თუმცა დროული ღონისძიებების შედეგად, საკითხი მალევე გადაიჭრა და ყველგან აღდგა მოძრაობა. ამ დროისთვის იმერეთში არც ერთი სოფელი არ არის გარესამყაროს მოწყვეტილი. ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უამინდობის გამო ელექტროსადენები დაზიანდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში და ამჟამად მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება," - ზვიად შალამბერიძე.
ონლაინ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი