"ქუთაისში ათობით სახლი გადავხურეთ" - ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე გაეცნო იმ სახლებზე ჩატარებულ სამუშაოებს, რომლებიც ქუთაისის მერიის „ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინდივიდუალური საცხოვრებლების გადახურვის პროგრამით“ გადაიხურა.
აღნიშნული პროგრამით, 2020 წელს შეირჩა 23 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. მათი სახლების სახურავები ძალიან იყო დაზიანებული. გასულ წელს უკვე დასრულდა 9 სახლის გადახურვა, დანარჩენი კი მიმდინარე წელს დასრულდება.
სახლების სახურავები კაპიტალურად შეკეთდა - შეიცვალა როგორც ხის მასალა, ასევე თუნუქი, ძაბრები და მილები.
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაა გათვალისწინებული. სახლების გადახურვის პროგრამით უკვე ბევრმა ისარგებლა და ქუთაისში ათობით სახლი გადავხურეთ. დღეს რამდენიმე მათგანი მოვინახულეთ. ეს ადამიანები უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს საკუთარ ჭერქვეშ. სახლების გადახურვის პროგრამას ვაგრძელებთ,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სოციალურად დაუცველთა სახლების გადახურვისთვის სულ 370 ათასამდე ლარია გამოყოფილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი