ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის (E60) შემადგენელ - ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
ამ დროსითვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად.
ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევდება.
2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლოატაციაში.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"