ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 10 ნოემბრიდან, 2019 წლის 10 მარტამდე, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის 5 სურათი გამოიფინება. მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“.
დიუსელდორფის ხელოვნების მუზუმში ექსპონირებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი“ და „ხილის დუქანი“.
ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფები“ და „ნატურმორტი დოშებით“.
დიუსელდროფის ხელოვნების მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“ მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებთან ერთად, დამთვალიერებელი, ასევე იხილავს პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის, კანდინსკის, შაგალის და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება როგორც, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატები.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი