ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 73 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 73 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ხოლო 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ასევე მკურნალობენ ბავშვებს, მათ შორის ერთი 25 დღის ჩვილია. მაღლაფერიძის განცხადებით, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.
ასევე კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტზე ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.
ტეგები:
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს