ზვიად შალამბერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული დაწესებულება ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ვაქცინის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. აღნიშნულ დაწესებულებას აქვს რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადის მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. გარდა ამისა აქვს იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. სამედიცინო დაწესებულება გამოთქვამს მზაობას ყველა დადგენილი მოთხოვნა შეასრულოს და ვაქცინის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.
პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შეირჩა საავადმყოფოები, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს.
Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა. მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.
როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი