"თებერვალში ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით" - ეკატერინე ტიკარაძე
თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ „კოვაქს“ პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნის მხრიდან აუცილებლად მოითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და „კოვაქს“ პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი