July 20, 2025

აგვისტო 04 2023 წაკითხვა 432 ჯერ

მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს - რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

აგვისტო 04 2023 წაკითხვა 323 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოსალოდნელია ნალექი წვიმის, ზოგან სეტყვის სახით. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმიანი ამინდი მაინც შენარჩუნდება.

გასულ დღეებთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 26-31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-33 გრადუსის ფარგლებში იქნება. მომდევნო დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ნალექის შემცირებაა ნავარაუდევი.

აგვისტო 04 2023 წაკითხვა 446 ჯერ

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

აგვისტო 03 2023 წაკითხვა 510 ჯერ

სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ის მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს.

აგვისტო 03 2023 წაკითხვა 574 ჯერ
„მთის ამბების“ ინფორმაციით, შოვში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა გამოცემის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.
აგვისტო 03 2023 წაკითხვა 463 ჯერ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი  და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო  გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გვერდი 118 სულ 694
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.