უპრეცედენტო გაერთიანება - ოპერატორებმა გადაღება შეაჩერეს - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისულმა ოპერატორებმა რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნად გადაღება შეაჩერეს. მათ კამერებთან ერთად მიწაზე მიკროფონები დადეს.
"ლექსო შენ არ მომკვდარხარ და შენი სახელი არ მოკვდება, ვიდრე ეს ბიჭები კამერას აიღებენ ხელში, ვიდრე ერთი ოპერატორი მაინც, ერთი ჟურნალისტი მაინც გადაღებაზე გავა. ჩვენ შენს სახელს არ დავივიწყებთ, იმიტომ, რომ შენ საფუძველი ჩაუყარე საქართველოში დიდ ცვლილებებს.
მე მინდა მივმართო ლექსოს შვილს, ის გაიზრდება და ნახავს, რა გააკეთა მამამ. ის იამაყებს ამით და ჩვენც ვიამაყებთ, რომ ასეთი თავდადებული კოლეგა გვყავდა", - თქვა ვახო სანაიამ.
სიახლეები ნინო
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე