შსს-მ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თედო გობეჯიშვილის ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას გარდაცვალების მიზეზის დამდგენი პროცედურები უტარდება.
"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მხრიდან მუქარის ფაქტის შემდეგ გარდაიცვალა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამგვარი განცხადება ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური მანიპულირების მცდელობაა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე